24 ივლ 2026
ბათუმის საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დეპუტატებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. საკრებულოს წევრებმა იმ კულტურულ და სპორტულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც ბათუმში მიმდინარე წელს ხორციელდება.
აღნიშნეს, რომ ამ კუთხით ძალიან წარმატებული სეზონი იყო ბათუმისთვის და მნიშვნელოვანია ამ საკითხში სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერა.
განცხადებების გაკეთების დროს პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა გონიოში ბაღის მშენებლობისთვის მერიას მადლობა გადაუხადა, ასევე გამოეხმაურა ბათუმის ბულვარში მდებარე რესტორანში რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილის ქორწილს გამოეხმაურა, თქვა, რომ რესტორანი უკანონოდ არის აშენებული და იქ მთავრობის წევრების ყოფნა, შერჩევით მიდგომად შეაფასა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ოპოზიციონერს უპასუხეს, რომ რესტორნის მიმართ გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები.