24 ივლ 2026
ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილა და უმრავლესობის მხარდაჭერით ყველა საკითხი დაამტკიცა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საპრივატიზებო უძრავი ობიექტების ნუსხას სამი ახალი ობიექტი დაემატა. მიწის ნაკვეთი გადაეცა აჭარის მთავრობას შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ნაკვეთის გადაცემა შპს „გრანდ მოლისთვის“ პირობების შესრულების სანაცვლოდ. დამტკიცდა ქალაქ ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის N 82 ა-დან 96-მდე მონაკვეთზე განაშენიანების გეგმა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს „ნექსთ მაგნოლია“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. ასევე საკრებულომ, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, დაამტკიცა დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები. საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, გლობალური პროგრამის ფარგლებში 50 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მიღებას, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტი, მხარს დაუჭერს ახალგაზრდების მიერ კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის გამოჩენილ ინიციატივებს.
საკრებულომ ასევე დაამტკიცა ბათუმის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026–2027 წლების სამოქმედო გეგმა.