ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყრის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს

24 ივლ 2026

ადიგენის სოფელ გომაროში, სტიქიის ზონაში გზა უკვე გაწმენდილია. ტერიტორიაზე მძმე ტექნიკა მთრელი ღამის განმვალობაში მუშაობდა.  ტერიტორიაზე მეწყერი ძლიერი წვიმის შედეგად ღამით ჩამოწვა. დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და ავტომობილები. დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.  სტიქიის ზონაში, ვითარების შესწავლის მიზნით, გეოლოგები იმყოფებიან.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე სპეციალური კომისია დაადგენს. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ გომაროში, ქვემო ენთელსა და სოფელ შოყაში.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ტერიტორრიაზე მდინარის ადიდების შედეგად მეწყრული პროცესები შარშანაც განვითარდა.