24 ივლ 2026
რუმინეთის პრეზიდენტის ნიკუშორ დანის განცხადებით, რუმინულმა ეფ-16-ი ტიპის გამანადგურებელმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი პირველად ჩამოაგდო. მისივე თქმით, ინციდენტი 24 ივლისს დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა, ამიტომ პილოტმა ცეცხლის გახსნა ყოველგვარი რისკის გარეშე შეძლო.
მანამდე, 29 მაისს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.
შედეგად, ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 70 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.