იუსტიციის მინისტრმა პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

24 ივლ 2026

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე იუსტიციის მინისტრმა მიულოცა.

პაატა სალიამ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში წარმატებული რეინტეგრაციის პროცესში სააგენტოს როლზე ისაუბრა.

განსაკუთრებული დამსახურებისა და კეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობისთვის სააგენტოს წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.