24 ივლ 2026
უძლიერეს მამაკაცთა შორის შავი ზღვის თასი იწყება, დღეს სპორტსმენებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
უძლიერეს მამაკაცებს საშეჯიბრო წესები საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა გააცნო. შეჯიბრებაში ტიტულოვანი სპორტსმენები მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. ბათუმი უძლიერეს მამაკაცთა შორის ტურნირს მესამედ მასპინძლობს.
შეჯიბრება ხვალ ბათუმის ახალ ბულვარში 17 საათზე დაიწყება, სპორტსმენები ერთმანეთს 6 დისციპლინაში შეეჯიბრებიან.