ზაფხულის ფესტივალი ქობულეთში

24 ივლ 2026

ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ ქობულეთი მასპინძლობს. ქობულეთის ცენტრალურ პარკში კონცერტი ცოტა ხნის წინ დაიწყო და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ. საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით არის მორთულ საფესტივალო სივრცე.

სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები ზრუნავენ. მუსიკალურილ შოუზე სტუმრების წინაშე წარსდგებიან ბენდები: გუფი ლენდი, SEENთეზი, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, 4UP , OCEAN DRIVE, „პროექტი 33“ და მელომანიაკი.

დღის განმავლობაში პარკში განთავსებულია კვების და მოსასვენებელი სივრცეები. ფესტივალის ფარგლებში საბავშვო აქტივობები და სანაპიროზე ფრანების შოუ გაიმართა. „ზაფხულის ფესტივალის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.

ფესტივალს დიჯეი DJ GURI DE SAL დაარულებს. ფესტივალი ქობულეთში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.