24 ივლ 2026
რუსეთის კიროვის ოლქში ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე სოკოლოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. სოკოლოვის თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიროვში მდებარე საწარმოს დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობს.