24 ივლ 2026
მოსკოვი დაელოდება შეერთებული შტატებისგან უკრაინის ომის დასრულების შესახებ ახალი იდეების შეთავაზებას-განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა. პესკოვის თქმით, ამერიკელებმა ვერ შეძლეს უკრაინელების დარწმუნება, რადგან ევროპელების მიერ წაქეზებული უკრაინელები ვერ აიძულეს, შეეცვალათ თავიანთი პოზიცია.
ჩვენ ღია ვართ შემდგომი წინადადებებისა და დისკუსიებისთვის, რომლებიც, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის უნდა იყოს მისაღები-აღნიშნა პესკოვმა. ვაშინგტონში 28 ივნისს უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრაა ჩანიშნული.