„გუგალოს თასი“ - ხსოვნის ტურნირი ფეხბურთში

24 ივლ 2026

ქობულეთში დაიწყო ტრაგიკულად დაღუპული 18 წლის გუგალო კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი "გუგალოს თასის" გათამაშება ფეხბურთში.

ტურნირი, რომელშიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის 12 გუნდი მონაწილეობს, გუგალო კახიძის მეგობრების ორგანიზებულია და როგორც თავად განაცხადს, ამ ჟესტით მეგობრის ხსოვნას პატივს მიაგებენ და მისი სახელობის თასის გათამაშება ყოველწლიურად გაიმართება.

ტურნირის დაწყებამდე მონაწილეებმა და ოჯახის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი ახალგაზრდის ხსოვნას.