ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე ქილიკი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უბრალოდ „იუმორი“ არ არის - ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა - ცოტნე ანანიძე

24 ივლ 2026

ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე ქილიკი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უბრალოდ „იუმორი“ არ არის - ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა, - ამ სიტყვებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ონისე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დეკანოზ საბა ჭიკაიძის სიტყვებს აზიარებს, რომლის თქმითაც - "ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს.“

ცოტნე ანანიძისბგანცხადებით, თვალსაჩინოა, რომ გარკვეულ პირთაგან მსგავსი ქმედებები მიზანმიმართული გარე და შიდა შეტევების ნაწილია.

„ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე ქილიკი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უბრალოდ „იუმორი“ არ არის - ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. თუმცა, თვალსაჩინოა, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული გარე და შიდა შეტევების ნაწილია, რასაც ხშირად ევრორეზოლუციებიც ახლავს თან,“- წერს ანანიძე.