ავარია ბათუმში - გარდაცვლილია ორი ადამიანი

25 ივლ 2026

ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

შემთხვევა ვაჟა ფშაველასა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაში მოხდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტურისტებით დატვირთულ მიკროავტობუსს შეეჯახა, შემდეგ კი ხელოვნების უნივერსიტეტის შენობას. 

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო ეკიპაჟები.