25 ივლ 2026
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია კვლავ გაითიშა.
აბონენტებისთვის დენის მიწოდება დღეს დაახლოებით 08:00-ზე ავარიულად შეწყდა.
"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, შუქის გათიშვა ცენტრალური სისტემიდან მოხდა.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებ-გვერდის მონაცემებით, ელექტროენერგიის მიწოდება 1400 მეგავატ საათიდან 360 მეგავატ საათამდე შემცირდა.
საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა 24 ივლისს 01:00 საათზეც. ოფიციალური ინფორმაციით, ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია.
სემეკმა 24 ივლისის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.