25 ივლ 2026
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მომდევნო 48 საათის განმავლობაში რუსეთმა შესაძლოა უკრაინაზე ახალი სარაკეტო დარტყმები განახორციელოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი აპირებს თავისი სამხედროების რაოდენობის გაზრდას მომდევნო თვეებში.
„ჩვენი სადაზვერვო სამსახურებისა და პარტნიორებისგან ვიცით, რომ რუსებმა მოამზადეს რაკეტები უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმისთვის. ეს დარტყმა შესაძლოა დღეს განხორციელდეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს შეიძლება მომდევნო 48 საათის განმავლობაში მოხდეს“- თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში.
უკრაინის ლიდერის თქმით, დაზვერვის მონაცემები, მიუთითებს, რომ რუსეთი ამ შემოდგომისთვის მობილიზაციის ახალ და მნიშვნელოვან ტალღას ამზადებს, პუტინი აპირებს თავდასხმების გაძლიერებას და ამ ომის კიდევ უფრო გაფართოებას.