ბათუმში მხატვარ ნატალი კაჭარავას პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს

25 ივლ 2026

მხატვარ ნატალი კაჭარავას პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს ბათუმში. საექსპოზიციო სივრცეში წარმოდგენილია ხელოვანის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ნამუშევრები.
გამოფენა აერთიანებს ფერწერულ ტილოებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს, რომლის თემატიკაც განსხვავებულია.  მხატვრის თქმით, გამოფენაზე დამთვალერებელი ნახავს მოგზაურობის შთბეჭდილებით შექმნილ სერიებს, მათ შორის აღმოსავლურ და პარიზულ ჩანახატებს.
ნატალი კაჭარავას გამოფენა “ჩიგოგიძე გალერეაში“ 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.