აჭარის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

25 ივლ 2026

აჭარის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

“სულის მეხსიერება“ - ასე ქვია ექსპოზიციას, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელოვანის რამდენიმე ფერწერული ნამუშევარი, მათ შორის 15 მეტრი სიგრძის მონუმენტური ტილო, რომელზეც 12 მოციქულია გამოსახული. ღონისძიებაში  “ზღვის შვილები“ და ანსამბლი “ალილო“ მონაწილეობდა.

გამოფენა სწორედ მათ მიერ შესრულებული  პატრიარქის საგალობლით გაიხსნა. თითა ბალანჩივაძე-ძნელაძე მონუმენტურ ფერწერულ  ტილოებზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი ბოლო ნამუშევრები პირველად ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა.  დამთვალიერებელს ექსპოზიციის ნახვა 27 ივლისამდე შეეძლება.