ბათუმი ძლიერ მამაკაცთა შორის შავი ზღვის ღია თასს მასპინძლობს

25 ივლ 2026

ბათუმი ძლიერ მამაკაცთა შორის შავი ზღვის ღია თასს მასპინძლობს. შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის სპორტსმენები რვა  ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, გამარჯვებულების ვინაობა დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამ წუთებში სპორტსმენები საკუთარ ძალებს ექვს დისციპლინაში ცდიან.   ტურნირი ტრადიციულ ხასიათს ატარებს, ბათუმში ძლიერ  მამაკაცთა შორის  თასი უკვე მესამედ იმართება.