25 ივლ 2026
მთა ჩუდურაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები მოეწყო.
დღესასწაული უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლ „ღორჯომის“ მიერ შესრულებული „აჭარულით“ გაიხსნა. საკონცერტო პროგრამა ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაგრძელდა.
„შუამთობის“ ფარგლებში გაიმართა Შეჯიბრება მკლავჭიდᲨი, ასევე ქართული ჭიდაობა ტრადიციულად, დღესასწაულის მთავარი სანახაობა დოღი იყო, რომელმაც მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა.