26 ივლ 2026
ნოშრევან დავითაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში შუახევის სპორტულ ცენტრში გაიმართა.
შეჯიბრება ექვს წონით კატეგორიაში ჩატარდა, ერთმანეთს 2010–2012 წლებში დაბადებული ახალგაზრდა მოჭიდავეები დაუპირისპირდნენ.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ სიგელებით, თასებითა და შესაბამისი სინჯის მედლებით, ხოლო ჩემპიონებს ფულადი პრიზებიც გადაეცათ.
ტურნირს საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ თურქეთიდან, რომლებსაც ნაყოფიერი და მეგობრული თანამშრომლობისათვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ტურნირი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.