26 ივლ 2026
„ვერაგობა და სიყვარული“ - სპექტაკლის პრემიერით დაიხურა ბათუმის დრამატული თეატრის 147-ე სეზონი.
სპექტაკლი ფრიდრიხ შილერის პიესის მიხედვით რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა. თეატრალური წარმოდგენა გვიყვება ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის ისტორიაზე და იმაზე თუ რა გავლენა აქვს მლიქვნელობას ან ფარულ ზრახვებს სხვების ცხოვრებაზე. სპექტაკლში ასევე წარმოჩენილია ის გავლენა თუ შედეგები რაც ხშირად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მოაქვს.
ბათუმის დრამატულმა თეატრმა მიმდინარე სეზონზე სულ 8 საპრემიერო ჩვენება გამართა. მაყურებელი და მსახიობები წარმატებულ სეზონზე საუბრობენ და აღნიშნავენ რომ ყოველი ახალი სპექტაკლი ემოციებისა და მაყურებელთან დაახლოების საშუალება იყო.