რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 ათასი ჯარისკაცის მიღებას და მობილიზაციის გაფართოებას გეგმავს

26 ივლ 2026

რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 ათასი ჯარისკაცის მიღებას და მობილიზაციის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.  

“ვხედავთ რუსეთის თანამშრომლობასაც ჩრდილოეთ კორეასთან. ასევე, ჩრდილოეთ კორეა გეგმავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების ახალი გამშვები დანადგარების გადაცემას”, - განაცხადა ზელენსკიმ.  

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი შემოდგომში მობილიზაციის გაფართოებისთვის ემზადება და მის გეგმებში მშვიდობა არ შედის.