ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია „ინტერ რაოს“ სანქციები დაუწესა

26 ივლ 2026

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია „ინტერ რაოს“ სანქციები დაუწესა.  

ევროკავშირის მიერ კომპანიის დასანქცირების განმარტებაში ნათქვამია, რომ Inter RAO არის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია, რომლის შემოსავალმა 2023 წელს 1,36 ტრილიონ რუბლს მიაღწია.

აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას დაახლოებით 19 მილიონი მომხმარებელი ჰყავს  და მას რუსეთის ფედერაციის მთავრობა აკონტროლებს.

„Inter RAO UES-ი ფინანსურად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე“, – ნათქვამია კომპანიის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ განმარტებაში.  

“ინტერ რაო” “თელასის” და “ხრამჰესი 1/2”-ის არაპირდაპირი მფლობელია .