ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე მომხდარ თავდასხმას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან

26 ივლ 2026

ბერლინში, პრაიდის ღონისძიებაზე მომხდარ თავდასხმას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაღუპულის ოჯახს და დაშავებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
მისი თქმით, პრაიდის ღონისძიება „თავისუფლების, ღირსებისა და თანასწორობის – ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების“ სიმბოლოა.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა მომხდარს „თავისუფალ და ტოლერანტულ საზოგადოებაზე პირდაპირი თავდასხმა“ უწოდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალიის მთავრობის სახელით ბერლინში მომხდარი ტრაგედიის გამო გერმანიას გულწრფელ თანადგომას უცხადებს.

ცნობისთვის, ბერლინში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა. ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მოხდა, რის გამოც პრაიდის ღონისძება ჩაიშალა.  ბერლინის პოლიცია 21 წლის ეჭვმიტანილს ეძებს, ცნობილია მისი ვინაობაც.