27 ივლ 2026
შიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალიდან, ჩამოჭრეს და ფარულად დაეუფლნენ 300 მეტრამდე სპილენძის სადენს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაქურდალ სადენებს ავტომობილში ტვირთავდნენ.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.