27 ივლ 2026
ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა ბათუმში გასტროლით სპექტაკლი „შურისძიება" წარადგინა. სპექტაკლზე რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ თურქი კლასიკოსი მწერლის რომანის - "შურისძიება ანუ ქართველი ქალის" მიხედვით იმუშავა.
სპექტაკლი ისტორიული ხასიათისაა და ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას, საქართველოს რუსეთის გუბერნიად გამოცხადებას და სამეფო ოჯახების გადასახლებას ეხება. როგორც მაყურებელი აღნიშნავს სიმბოლურია, რომ ცხინვალის თეატრის დასმა შეძლო მეთვრამეტე საუკუნის საქართველოს გაცოცხლება.
ცხინვალის თეატრის გასტროლი საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შედგა.