27 ივლ 2026
შუახევში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. სოფელ ხიჭაურში ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაცია, სკვერის და თანამედროვე საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ გომარდულში ზურაბ პატარაძემ ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა, სადაც რწმუნებულის ოფისი, სამედიცინო პუნქტი და მრავალფუნქციური დარბაზი განთავსდება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს კეთილმოწყობილ მოსასვენებელ და საბავშვო სივრცეებს, საფეხმავლო ბილიკებსა და გამწვანებას.