ევროპის ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტში

27 ივლ 2026

„ოქროს ტბაზე“ დასრულდა 2026 წლის ევროპისა და აფრიკის ღია  ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტში, რომელშიც 21 ქვეყნის 80-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობა წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად დისციპლინაში სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში გაიმართა.

სამდღიანი ასპარეზობის შემდეგ გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

ქალთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ სლალომში ესპანელი სანდრა ბოტასი, ფიგურებში უკრაინელი მარინა პოპოვა და ტრამპლინიდან ხტომაში ბელორუსის წარმომადგენელი ირინა ტურეცი.

კაცთა შორის ევროპის ჩემპიონები სლალომსა და ფიგურებში ფრანგები საშა დეკუნსი და აქსელ გარსია გახდნენ, ტრამპლინიდან ხტომაში კი ავსტრიელმა ლუკა რაუხენვალდმა გაიმარჯვა.