27 ივლ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ავსტრალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლეგენდარული მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის საფლავი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას. ქართულ დელეგაციას ადგილზე ვიქტორ სანეევის მეუღლე იანა ხვარცკია და ოჯახის ახლობლები დახვდნენ.
შეკრებილმა საზოგადოებამ გაიხსენა ვიქტორ სანეევის ღვაწლი ქართული სპორტის ისტორიისა და მსოფლიო მძლეოსნობის წინაშე, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებისთვის. ვიქტორ სანეევი სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორია.
სპორტსმენი ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენია. იგი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მძლეოსნად ითვლება. დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.
სანეევი იყო ერთადერთი სამმხტომელი, რომელმაც მძლეოსნობის ურთულეს დისციპლინაში ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. იგი იყო პირველი სპორტსმენი საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით დაჯილდოვდა.