27 ივლ 2026
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს საზაფხულო სკოლა გაიხსნა. მასში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 25 სტუდენტი მონაწილეობს.
საზაფხულო სკოლა ევროინტეგრაციის საკითხებს ეხება და დისკუსიის თემაა “ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპეიზაცია“. საზაფხულო სკოლა 31 ივლისამდე გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციების გამართვა. ორგანიზატორების განცხადებით, მოხსენებით წარსდგებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესორები.
საზაფხულო სკოლა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის ფარგლებში ტარდება, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2023 წლიდან ხორციელდება.