27 ივლ 2026
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და მის მონაწილეებს შეხვდა.
გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის როლსა და საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ასევე ყურადღება გამახვილდა საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის გავლენაზე და აღნიშნული ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შეაფასა. მან მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია გააცნო, რომელიც დეზინფორმაციის პრევენციასა და საზოგადოების დროულ და ობიექტურ ინფორმირებას ისახავს მიზნად.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით“.