27 ივლ 2026
პოლონეთში, ნოვი სონჩის მთავარ მოედანზე, ბავშვთა რეგიონული ანსამბლების 33-ე საერთაშორისო ფესტივალი „მთის ბავშვთა დღესასწაული“, მონაწილე ფოლკლორული ჯგუფების ერთობლივი კონცერტით დასრულდა.
ფესტივალში საქართველოდან, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, მონაწილეობდა ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“. ანსამბლის მოცეკვავეებმა საერთაშორისო აუდიტორიას ქართული ტრადიციული ცეკვები წარუდგინეს.
ფესტივალმა მსოფლიოს 6 ქვეყნიდან ათ ფოლკლორულ ანსამბლს და 400-მდე მონაწილეს უმასპინძლა. პროგრამა მოიცავდა კონცერტებს, სემინარებს, ვოქრშოფებსა და შემეცნებით ექსკურსიებს პოლონეთის 5 ქალაქში. ფესტივალის მიზანია მთიანი რეგიონების ავთენტური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებს შორის ინტერკულტურული დიალოგის ხელშეწყობა.
ხულოს ანსამბლი „არგინეთი“ საერთაშორისო ფესტივალზე, კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით და აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მონაწილეობდა.