საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაღალმთიან აჭარაში  

27 ივლ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის მიმართულებით 6.2-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული გზა სოფელ დანისპარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან დააკავშირებს. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 13.3-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება.  

გრძელდება ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქციაც.

განახლებული გზა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს და ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს დაახლოებით საათ-ნახევრით შეამცირებს.