გივი მიქანაძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში

27 ივლ 2026

საქართველოს განათლების მინისტრს ანკარაში თურქმა კოლეგამ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მრავალწლიან, მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობაზე გამახვილდა.

მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომლის წევრებიც უახლოეს მომავალში დაიწყებენ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე. 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების შემუშავებისა და ხელმოწერის საკითხები განიხილეს.