27 ივლ 2026
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.
,,ლელო -ძლიერი საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის თქმით, შალვა პაპუაშვილი არღვევს კონსტიტუციას, როდესაც ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება დამაზიანებელი იქნება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით კი, ევროკავშირი ყოველ ფეხის ნაბიჯზე სცილდება საკუთარ სადამფუძნებლო პრინციპებს და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკრულის პირას.