27 ივლ 2026
საქართველოს მთავრობისა და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ თანაორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემები ინფრასტრუქტურულ სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკაში განხორციელების საკითხები იყო.
ღონისძიების ფარგლებში განიხილეს მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ფასთან ინდექსაციის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები, ასევე სამშენებლო რესურსების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მოწყობილობებისა და საავტომობილო გადაზიდვების სარეკომენდაციო საბაზრო ღირებულებები.