გამოხმაურებები პაატა ბურჭულაძის მოწოდებაზე

27 ივლ 2026

პოლიტიკური შეფასებების თემაა პაატა ბურჭულაძის განცხადება. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებული წერილით პაატა ბურჭულაძემ  4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს მოუწოდა პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას დათანხმდნენ და გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. ის ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს სთხოვს, მაგალითი მისცეს სხვებს და საპროცესო შეთანხმებას დათანხმდეს.