ახალი მოძრაობის დაფუძნება

27 ივლ 2026

MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა დააფუძნა. ამის შესახებ მან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მოძრაობა დაფუძნდა იმისთვის, რომ ქართული ღირებულებები, ფასეულობები და ტრადიციები დაიცვას.

დღეს გამართულ ბრიფინგზე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც, მათი თქმით, გარე ძალების დავალებით ხორციელდება.