ზურაბ პატარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

27 ივლ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-იაპონიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების, ინვესტიციების მოზიდვასა და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა JICA-ს მხარდაჭერით აჭარაში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ბათუმში მიმდინარე „იაპონური კულტურის ფესტივალსაც“, რაც ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირებისა და მეგობრობის განმტკიცებას ემსახურება.