„ინტერ რაოს“ დასანქცირებას სახელმწიფო განსაკუთრებული ყურადღებით უდგება- ნინო წილოსანი

27 ივლ 2026

„ინტერ რაოს“ დასანქცირება ის საკითხია, რომელსაც სახელმწიფო განსაკუთრებული ყურადღებით უდგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია „ინტერ რაოს“ დასანქცირებასთან დაკავშირებით.

„ეს კიდევ ერთი მაგალითია „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი მმართველობის. ისინი ოკუპანტს როცა სტრატეგიულ ობიექტებს გადასცემდნენ, მაშინაც კარგად იცოდნენ, რამხელა ნაღმის და საფრთხის მატარებელი იყო. ეს ნაღმები პერიოდულად ფეთქდება ხოლმე. ამ შემთხვევაში „ინტერ რაოს“ დასანქცირება ის საკითხია, რომელსაც სახელმწიფო განსაკუთრებული ყურადღებით უდგება. დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა შემთხვევაში, ახლაც საზოგადოებას ამ რისკებისგან დავიცავთ, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ტელევიზიებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ამ თემაზე ისაუბრონ.

საკითხს არჩილ გორდულაძეც გამოეხმაურა, მისი თქმით რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს ხელისუფლებაა გარანტი, რომ მოქალაქეებს სოციალური პრობლემა არ შეექმნება.