27 ივლ 2026
პოლონეთში, ნოვი სონჩის მთავარ მოედანზე, ბავშვთა რეგიონული ანსამბლების 33-ე საერთაშორისო ფესტივალი „მთის ბავშვთა დღესასწაული“, მონაწილე ფოლკლორული ჯგუფების ერთობლივი კონცერტით დასრულდა.
ფესტივალში საქართველოდან, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, მონაწილეობდა ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“.
ანსამბლის მოცეკვავეებმა საერთაშორისო აუდიტორიას ქართული ტრადიციული ცეკვები წარუდგინეს და საქართველოს მდიდარი ფოლკლორი და ავთენტური კულტურა გააცნეს.