27 ივლ 2026
ხელვაჩაურში ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.