28 ივლ 2026
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მსგავსი მასშტაბის საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება - მისი ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარია.
ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, აეროპორტი შეძლებს მსოფლიოში ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებასა და მომსახურებას.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და განხორციელებული პროექტები დაათვალიერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა.