აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა

28 ივლ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე საზღვაო  განათლების განვითარების, აკადემიის ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და სტუდენტებისთვის ღირსეული სასწავლო გარემოს შექმნის საკითხები განიხილეს. 

ზურაბ პატარაძე ასევე შეხვდა აჭარის განათლების სამინისტროს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს. პროგრამის ფარგლებში, აკადემიის 30 სტუდენტი ერთი სემესტრის განმავლობაში ხორვატიის, ბულგარეთისა და ლატვიის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობდა.

შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებმა მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს და მთავრობის თავმჯდომარეს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.