მიღება ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით

28 ივლ 2026

საქართველოს პრემიერი ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისა და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთის ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში  პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა.

„ბოლო ოთხი წელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფი განვითარების წლები იყო. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე'' - აღნიშნა ჭოუ ციენმა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.