160 ტონა პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველი სახიფათო ნარჩენი გასანადგურებლად ევროპაში გადაიგზავნა 

28 ივლ 2026

საქართველოდან 160 ტონა პოლიქლორირებული ბიფენილების შემცველი სახიფათო ნარჩენი საბოლოო განადგურებისთვის ევროპაში გადაიგზავნა.  სახიფათო ნარჩენების ევროპაში უსაფრთხო ექსპორტისა და საბოლოო განადგურებისთვის მოსამზადებელ პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელთან და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორთან ერთად  დაესწრო.

უწყების ინფორმაციით, დაახლოებით 160 ტონა სახიფათო ნარჩენი უსაფრთხოდ შეიფუთა, დოკუმენტირდა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა ევროპაში ტრანსპორტირებისთვის, სადაც მისი საბოლოო განადგურება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით განხორციელდება.

საქართველოში პოლიქლორირებული ბიფენილების  შემცველი მოწყობილობებისა და ნარჩენების გამოვლენის, აღრიცხვისა და უსაფრთხო მართვის მიმართულებით  სამუშაოები 2016 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 14 კომპანიაში  7 000-ზე მეტი ელექტრომოწყობილობა შემოწმდა. ~პოლიქლორირებული ბიფენილები მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს მიეკუთვნება, რომლებიც მაღალი ტოქსიკურობითა და გარემოში ხანგრძლივი მდგრადობით გამოირჩევა.