ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს

28 ივლ 2026

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს. არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ახალგაზრდები ყოველდღიურად ერთვებიან სხვადასხვა სპორტულ, შემეცნებით და კულტურულ აქტივობაში.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბანაკის მონაწილეებს ამჯერად   საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი და ჯგუფი „ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე შეხვდნენ.

შეხვედრაზე მათ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე, კულტურისა და ხელოვნების როლზე, უმაღლესი განათლების მხარდამჭერ პროექტებზე ისაუბრეს. 

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება და სეზონის განმავლობაში ათასობით ახალგაზრდას უმასპინძლებს.