საქართველოს სპორტის მინისტრის ვიზიტი ავსტრალიაში გრძელდება

28 ივლ 2026

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ავსტრალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტისას შალვა გოგოლაძემ სიდნეის სტადიონის - Allianz Arena-ს დირექტორის მიწვევით სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

კომპლექსი საფეხბურთო, სარაგბო და კრიკეტის სტადიონებს აერთიანებს, რომლებზეც მნიშვნელოვანი ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები ტარდება. 

2027 წელს ავსტრალია რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც სწორედ ამ სტადიონზე გაიმართება.