28 ივლ 2026
აშშ-ს საელჩოს ერთ-ერთი წარმომადგენლის პასუხს, რადიო თავისუფლების კითხვაზე, შეფასება მოჰყვა ქართულ ოცნებაში ლევან მაჭავარიანის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო ის პიროვნება, ის არ არის საკითხში გარკვეული, ან კითხვის ფორმულირება იყო დამაბნეველი, სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის ძალიან დიდი სხვაობა არსებობს.
ვის თუ არა, ამერიკის საელჩოს ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგად უნდა მოეხსენებოდეს. ნებისმიერი შემთხვევისას, რომელიც სასამართლოს მხრიდან დაჯარიმებით იყო დასრულებული, ყველგან იკვეთება საჯარო სივრცეში შემზარავი შეურაცხყოფა ერთი ადამიანის მხრიდან მეორეზე.
ეს მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისთვისაც ეს მიუღებელი უნდა იყოს.შეგახსენებთ რომ აშშ-ს ჯერჯერობით ახალი ელჩი დანიშნული არ ჰყავს და ეს არ ყოფილა ამერიკის ოფიციალური პოზიცია.