გრანდიოზული ქართული გალა „გონიოს ჰანგები”

28 ივლ 2026

დღეს საღამოს, 21:00 საათზე, გონიო-აფსაროსის ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება გრანდიოზული ქართული გალა „გონიოს ჰანგები”.

გონიოს ისტორიული ციხის კედლებში საფუძველი ეყრება ახალ, მასშტაბურ საერთაშორისო ფესტივალს, რომლის მიზანია საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიის გაცოცხლება, მისი პოპულარიზაცია და კულტურული დიალოგის ხელშეწყობა.

გალა კონცერტში მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა, ვოკალური ანსამბლი ბათუმი და ცნობილი ქართველი ვარსკვლავები. შესრულდება ქართველი კომპოზიტორების გამორჩეული ნაწარმოებები, რომლებიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნიან მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ფონზე.  

პროექტი ხორციელდება აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით. გალა კონცერტის მონაწილე მუსიკოსებმა კონცერტამდე გენერალური რეპეტიცია გაიარეს. მზადების პროცესს აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე გაეცნო.