28 ივლ 2026
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, წარმოდგენილი იქნება 3 000-მდე ვაკანსია
ვიწვევთ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტებს, ასევე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საკმარისი თეორიული ცოდნა, რომელიც შესაძლებელია შემდეგ უკვე პრაქტიკაში გამოიყენონ. საჯარო სამსახური არის ამისთვის ძალიან კარგი პლატფორმა, შეიძინონ რაც შეიძლება დიდი გამოცდილება და შესაბამისად, ველოდებით აპლიკანტებს, ველოდებით აქტიურობას